ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთი ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან მოხდა.
„საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს”, _ უთხრა გურია ნიუსს წყარომ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.