LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრმა ავსტრალიის ავიახაზებს სასამართლოში უჩივლა

30

ავსტრალიის ავიახაზებს მგზავრმა გაუმართავი გასაშლელი მაგიდის გამო სასამართლოში უჩივლა. დევიდ უოკერი Austrian Airlines-ის ბორტზე იმყოფებოდა, როდესაც გადმოსაწევი მაგიდით ნეკა თითი მოიტეხა. ცნობილი ექიმი ამ დროს ბიზნეს კლასით მანჩესტერში მიფრინავდა და უბედური შემთხვევა შუა გზაზე მოხდა.

როგორც დევიდი იხსენებს, ბორტგამცილებელი მას წესიერად არ მოემსახურა და გადმოშლილი მაგიდის აწევა მამაკაცმა თავად სცადა. შედეგად თითი მოიტეხა და ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მან რამდენიმე წუთით გონებაც კი დაკარგა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა დიდი სტრესი გამოიწვია, ამიტომ უკმაყოფილო მგზავრი კომპანიისგან მორალური და ფიზიკური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.