სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნას და რეკომენდაციებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.
მისი განმარტებით, თავად კლინიცისტია, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შეაფასებს.
„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ხუნდაძე: “როდესაც მკურნალობა დასრულდება, გადავა იქ, სადაც უნდა იყოს”