LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სიმ” თბილისში კიდევ ერთი სერვისცენტრი გახსნა

298

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სიმ” თბილისში, ქეთევან წამებულის N68 -ში კიდევ ერთი სერვისცენტრი გახსნა. სერვისცენტრი ისანი-სამგორის და ავლაბრის მცხოვრებლებს მოემსახურება და სხვადასხვა სასესხო პროდუქტს, მათ შორის ბიზნეს, იპოთეკურ და ავტოსესხებს შესთავაზებს. მომხმარებლებს, ასევე შეეძლებათ ოქროს ლომბარდით სარგებლობაც.

ამასთან, როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, „ემ ბი სი“უახლოეს მომავალშიც გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ 4 წელია ბაზარზეა და მისთვის ეს რიგით მეშვიდე ფილიალია. კომპანიის ინფორმაციით, „ემ ბი სი“ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, გამოირჩევა რეგიონში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების მაღალი სტანდარტით. სესხებთან ერთად „ემ ბი სიში“ შესაძლებელია ფულადი გზავნილებით, კომუნალური ან სხვა გადახდების მომსახურებით სარგებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g