LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერი რიანას ერთი ჩვეულებრივი დღე მშობლიურ ბარბადოსში საყვარელ მამაკაცთან ერთად

198
page

რიანა ბოლო პერიოდში მშობლიურ ბარბადოსში სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს. მილიარდერი არტისტი და ბიზნესვუმენი, იქ ოჯახთან, საყვარელ მამაკაცთან და ორ შვილთან ერთად იმყოფება.

მედიაში ახალი ფოტოები გავრცელდა, რომელმაც ინტერნეტსივრცე ფაქტობრივად მოიცვა. 36 წლის ვარსკვლავი პარტნიორთან ერთად საღამოს, მეგობრების გარემოცვაში იმყოფებოდა. ის ქუჩის საბურგერეში, „სთრით ფუდს“ გემრიელად შეექცეოდა და A$AP Rocky-სთან ერთად სახალისო ფოტოებსაც იღებდა.

რაც შეეხება რირის მუსიკალურ კარიერას, არტისტი ახალი ალბომის გამოშვებას არ ჩქარობს, სამაგიეროდ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რიანა 2025 წლის „გლასტონბერის ფესტივალის“ ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება.

რიანა 2025 წლის გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერი იქნება

ბარბადოსის დედოფალი – რიანას თვალწარმტაცი გამოჩენა

რიანა და მისი საქმრო ძალიან კონსერვატიული „ლუქებით“ ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებს შეხვდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები