LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს“ – დონალდ ტრამპი

133
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს.

პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დეტალების შესახებ დასმულ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დეტალებს სრულად უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს“.

„მაგრამ უკრაინასთან და რუსეთთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე კვირაში გაფორმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.

„ძალიან კარგი შანსი არსებობს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g