LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა დიდი მადლიერება გამოვუხატო პრეზიდენტს.. მომცა ბრძოლის უნარი, რომ ნიკოს გამოუძიებელი საქმე ბოლომდე მივიყვანო.. ორი წელი საქმის გახსნას გთხოვთ ამაოდ…“ – იზა ომაძე

410
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

დღეს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. პროცესი 12 საათზე დაიწყება. საკითხს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე და სალომე ზურაბიშვილის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას.

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის“ – სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია, რამდენიმე დღის წინ ღირსების მედლით დააჯილდოვა, რამაც როგორც იზა ომაძე აღნიშნავს, მეტად ბრძოლისუნარიანი გახადა.

„ეს ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებით შექმნათ მომავლის საქართველო“ - იზა ომაძე

სალომე ზურაბიშვილმა, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოვა.

„სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს” – გრიგოლ ხანძთელი.

მართლმადიდებლური ეკლესია დიდი მოღვაწის, ”ზეცისა კაცი და მიწის ანგელოზი” ✨✨✨ხსენების დღეს აღნიშნავს♥️

დღეს 18 ოქტომბერია, ჩემთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესია, სხვადასხვა გარემოებების გამო(ამაზე სხვა დროს) არ ვიცი კიდევ რა დატვირთვას მიიღებს ისტორიულად ეს დღე, მაგრამ მე ამ ქვეყნის ერთ – ერთმა მოქალაქემ იზა ომაძემ მინდა დიდი მადლიერება გამოვუხატო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ჯილდოსთვის, რომელიც ჩემს ნიკოს გადასცა და ჩემს არასრულწლოვან შვილებს , რომელთა თავს რა ხდება მხოლოდ ღმერთმა და მშობლებმა ვიცით, საშუალება და ხალისი მისცა ცხოვრების გაგრძელებისა, მე კი მომცა ბრძოლის უნარი, რომ ნიკოს გამოუძიებელი საქმე ბოლომდე მივიყვანო?

სანამ ცუდი აზრი ვინმეს ცუდს გაფიქრებინებთ, ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის კადრები გაიხსენეთ და თქვენი სახელით და გვარით ნებისმიერ აზრს მოვისმენ! ორი წელი საქმის გახსნას გთხოვთ ამაოდ…

მეგობრებო მხოლოდ სიკეთე გაგიღებთ სამოთხის კარს!♥️

როგორც ავღნიშნე ჩემი გამოსვლისას ჩემი დიდი პატივისცემა და მადლიერება!!!“, – წერს იზა ომაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g