კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ განშორება, უდავოდ კვირის მთავარ ამბად რჩება.
ამჯერად მედიის ყურადღება პერის ახალ ალბომში შესულმა სიმღერამ, Truth მიიპყრო, რომელშიც არტისტი ღალატისა და უნდობლობის შესახებ მღერის.
„მინდა ვიცოდე სიმართლე, თუნდაც ეს მტკივნეული იყოს. ინტუიცია მეუბნება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ტელეფონის პაროლი არ მითხარი და ჩხუბიც დაიწყო… თვალებში ვერ მიყურებ, რას მალავ?“, – მღერის კეტი
როგორც ჩანს, სიმღერა Truth, შესაძლოა პერისა და ბლუმის განშორების შესახებ, სიმართლეს ცხადყოფდეს.
„კეტიმ მეგობრებს ჯერ კიდე იანვარში უთხრა, რომ ის უკვე მარტოხელა ქალი იყო და მარტო ცხოვრობდა. უთანხმოება პერის კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობამაც გამოიწვია. კიდევ ერთ მიზეზად პერის ახალი ალბომის წარუმატებლობა სახელდება“, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, წყვილი 2019 წლის, ვალენტინობის დღეს დაინიშნა. მათ 2020 წელს ქალიშვილი, დეიზი შეეძინათ.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს შორდებიან

