49 წლის ორლანდო ბლუმი, რომელიც გასულ ზაფხულს კეტი პერის დაშორდა, ახალ ურთიერთობაშია. მსახიობი 28 წლის შვეიცარიელ მოდელს, ლუიზა ლემელს ხვდება. ისინი „სუპერ ბოულზე“ გამოჩნდნენ და კამერების წინაშე თავისუფლად პოზირებდნენ.
ლუიზა ლემელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის შვეიცარიიდანაა, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ადგილობრივ მოდის ბრენდებთან თანამშრომლობს. მოდელი უკვე მუშაობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Calvin Klein და Brandy Melville.
მას „ინსტაგრამზე“ 12 ათასი გამომწერი ჰყავს, მათ შორის, ბლუმის ყოფილი მეუღლე, სუპერმოდელი, მირანდა კერი. სოციალურ ქსელში ბევრმა აღნიშნა, რომ ლუიზა გარეგნობით მირანდას ახალგაზრდა ვერსიას ჰგავს.
შეგახსენებთ, რომ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი 2025 წლის ივნისში დაშორდნენ ერთმანეთს. მომღერალი ამჟამად კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ხვდება.
„ისე გადამიღე, რომ დაინახოს, რა დაკარგა“ – ორლანდო ბლუმის რევანში – მსახიობი ფოტოებს ავრცელებს





