LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიშა არის გაცილებით ცუდად, ვიდრე სურათზე…ბევრად, ბევრად ცუდად” – ხატია დეკანოიძე

393
BeFunky-collage - 2022-12-10T005733.534

დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მიშა არის გაცილებით ცუდად, ვიდრე სურათზე, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წვერი, ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ მიხეილ სააკაშვილის ერთი თვის წინ გადაღებული ფოტოების გავრცელებას.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, იწერება კომენტარები, რომ მას ან სხვას მიშას მდგომარეობის სურათის გამოტანა შეუძლიათ, რაც კანონის დარღვევაა და ვერავინ შეძლებს.

მეგობრებო, არავის შეუძლია ვიზიტორებისაგან სააკაშვილის სურთების გადაღება. არც მე და არც სხვა დეპუტატებს.

ჩვენ ვტოვებთ გარეთ ყველა პირად ნივთს . გავდივართ მაქსიმალურ შემოწმებას დაცვასთან ერთად.

გაუგებარი კომენტარები იწერება, რომ მე ან სხვას დღევანდელი მიშას მდგომარეობის სურათის გამოტანა შეუძლია. ეს არის კანონის დარღვევა და ამას ვერავინ შეძლებს.

დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მიშა არის გაცილებით ცუდად, ვიდრე სურათზე. ბევრად, ბევრად ცუდად”, – წერს ხატია დეკანოიძე.

ამავე თემაზე:

“ნეტა, ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ, იმის ნახევარია, საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ” – ხერხეულიძე

„ფორმულა“ მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

გიული ალასანია: ყველა ექიმი, ვინც მიხეილ სააკაშვილი გასინჯა, ერთხმად ამბობს, რომ ის სიკვდილის პირასაა

ადვოკატი: გაგზავნილ წერილებზე პასუხები რომ მიგვეღო, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს თავად იუსტიციის სამინისტრო დააყენებდა

წულუკიანი სააკაშვილზე: იმედი მაქვს, შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს და კვების ნორმალურ რეჟიმს განაახლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g