LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივმართე, ვისაც შემეძლო…” – რას ამბობს სკოლის დირექტორი ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირებაზე

132
BeFunky-collage (14)

TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც არასრულწლოვანები ფიგურირებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყებამ “ფორტუნას” განუცხადა.

საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ასახულია, რომ არასრულწლოვანს თანატოლები ამცირებენ და ცემით ემუქრებიან.

უმძიმესი ფაქტი ბათუმში: მოზარდი თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და “ტიკ-ტოკზე” ატვირთეს

როგორც ცნობილია, ფაქტს სკოლა ადასტურებს, თუმცა მათი ინფორმაცით, ფაქტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე არ მომხდარა.

მომხდართან დაკავშირებით სკოლის დირექტორი “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, რომ დაპირისპირებაში ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

“მივმართე, ვისაც შემეძლო – სამინისტროს, რესურსცენტრს, ფსიქო-სოციალური მომსახურების სააგენტოს. გავაკეთეთ რეფერალი. ბავშვეთან იმუშავებენ ფსიქოლოგები. რაც მოხდა, იმაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.

ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. უფრო დიდია მიზეზი, ვიდრე მე შეიძლება 1 წინადადებით ვთქვა. ამიტომაც ფსიქომომსახურების სააგენტოს იმიტომაც მივმართე, რომ ამ ბავშვებთან იმუშაონ ფსიქოლოგებმა,” – განაცხადა სკოლის დირექტორმა “რუსთავი 2”- თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები