LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვარი, რომლის შემოქმედებაც ბავშვობაში გვაბრუნებს – ნინო ჩაკვეტაძე სტუმრად „ფორტუნაში“

1470
269607211-263449449110305-6778769060266596801-n

მისი შემოქმედება საოცრად თბილია, მისი ნამუშევრები მნახველს ნოსტალგიურ განწყობაზე აყენებს, შობა- ახალი წლის პერიოდს კი მისი ნახატები განსაკუთრებულად უხდება, – „ფორტუნას“  სტუმარია მხატვარი, ნინო ჩაკვეტაძე.

სად შეგვიძლია დავათვალიეროთ თქვენი ნამუშევრები?

გალერეა „ნოჩაში“ შეუძლია მსურველს მობრძანდეს და დაათვალიეროს ნახატები, ძველი ნაძვის ხის სათამაშოები და ბევრი საინტერესო ნივთი.

რისი თქმა  გსურთ თქვენი შემოქმედებით?

ალბათ უფროსებს ვაგონებ ბავშვობას, ვახსენებ მათ ბებიებს, ბაბუებს, რომლებიც დიდ სიყვარულს დებდნენ მათში, ასევე ბავშვებს ვეუბნები, რომ უყვარდეთ ცხოველები, მოხუცებს მეტი ყურადღება და სითბო დაუთმონ მათ.  ეს არის ჩემი ნახატების ძირითადი სათქმელი. ახლა, რადგან ზამთარია, წინასაახალწლო პერიოდი, ძალიან ხშირად ვხატავ იცით რომელ ბავშვებს, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და სკოლაში წასასვლელად ძალიან დიდი გზის გავლა უწევთ, ამ დროს ძალიან ცუდი ამინდია, არის დიდი თოვლი და ისინი მაინც მედგრად მიდიან სკოლისკენ. ამ თემას ბევრი ნახატი მივუძღვენი, ჩემი საყვარელი თემაა. ასეთი ბავშვებით აღფრთოვანებული ვარ.

სამომავლო გეგმები გაგვანდეთ,

მე ვიწყებ წიგნის გაფორმებას, ეს არის ბოჟენა ნემცოვა წიგნი „ბებია“, სხვათა შორის, ის ქართულად პირველად ითარგმნა, ბარბარე მიქელაძემ გადათარგმნა, ის შემდეგ წელს დაიბეჭდება, წიგნი ბებიას ეძღვნება. ბებიასა და შვილიშვილების ურთიერთობა ჩემთვის ახლო თემაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები