LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ, ძალადობა არავის არგებს: აშშ-ს საელჩო საქართველოში

180
elchi-keli-degnani-w-h
აშშ-ის საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და ოპოზიციასა და უმრავლესობას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს. ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g