ორი კვირის წინ, „პოპის პრინცესას“, ბრიტნი სპირსის ახალმა ფოტოებმა მსოფლიო მედიასა და მის გარემოცვაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მექსიკაში, დასასვენებლად მიმავალ არტისტს გვერდით პირადი მცველი მიჰყვებოდა, რომელსაც ხელში ვარდისფერ საბანში გახვეული თოჯინა ეჭირა.
როგორც მედია იუწყება არტისტი კვლავ მექსიკაში, კერძოდ კი კაბო-სან-ლუკასში იმყოფება. 42 წლის ბრიტნი როგორც ყოველთვის აქტიურად ავრცელებს „ინსტაგრამზე“ ცეკვის ვიდეოებს.
გარდა ამისა, პაპარაცებმა მასთან, მედიისთვის უცნობი მამაკაცი გადაიღეს, რომელსაც მთელი სხეული ტატუებით ჰქონდა დაფარული. ინსაიდერი აცხადებს, რომ ეს ბრიტნის ახალი მეგობარი მამაკაცია.
„საბოლოოდ დადასტურდა…“ – ბრიტნი სპირსის შოკისმომგვრელი ფოტოები


