ილონ მასკი „ტვიტერზე“ წასაკითხი პოსტების დღიურ რაოდენობაზე ლიმიტს აწესებს. მისი თქმით, ამის მიზანი ქსელიდან მონაცემების უნებართვოდ მოპოვების შეზღუდვაა. ამიერიდან, საიტზე პოსტების ნახვა მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე შესვლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
მასკის თავდაპირველი ინიციატივით, არავერფიცირებულ მომხმარებლებს დღეში 600 პოსტის ნახვა შეეძლებოდათ, ვერიფიცირებულებს კი – 6,000-ის. თუმცა, კრიტიკის შემდეგ რაოდენობა არავერიფიცირებულებისთვის 1,000-მდე, ვერიფიცირებულთათვის კი 10,000-მდე გაიზარდა.
„ტვიტერმა“ ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება