LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში ამერიკის მოქალაქე დააკავეს – აშშ რუსეთისგან განმარტებებს ითხოვს

180412111855-pompeo-hearing

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებასთან დაკავშირებით ვაშინგტონი მოსკოვისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება და იმ შემთხვევაში, თუ პოლ უილანის დაკავება უკანონოდ მოხდა, შეერთებული შტატები მის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკის მოქალაქე 28 დეკემბერს დააკავა, თუმცა ელჩს მისი მონახულების საშუალება მხოლოდ გუშინ მისცეს.

48 წლის უილანი მოსკოვში მეგობრის ქორწილზე დასასწრებად ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g