LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ შსს-ს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას: სახალხო დამცველი

63
ნინო-ლომჯარიაა

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამის შესახებ ომბუდსმენი მიმართვას ავრცელებს და უწყებას მოუწოდებს, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე:

“მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები “ღირსების მარშის” მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.

პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან “რევანშისტული და რადიკალური” პოლიტიკური ძალები დგანან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.” – წერია სახალხო დამცველის მიმართვაში.

პრემიერი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს

„თბილისი პრაიდის“ უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით: პრემიერი

შსს: მოვუწოდებთ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე

magti 5g