LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოწიფულ ასაკში ნაპოვნი უკანასკნელი სიყვარული“ – 55 წლის ჯეი ლო და 69 წლის კევინ კოსტნერი ერთად გამოიჭირეს

8310
Untitled design (8)

როგორც ცნობილია, ჯეი ლო ოჯახთან ერთად შობის აღსანიშნავად ვარსკვლავურ ზამთრის კურორტზე, ასპენაში გაემართა. ამავე კურორტზე იმყოფება კევინ კოსტნერიც. სწორედ ამ ორი მსახიობის ერთობლივმა ფოტოებმა გამოიწვია მედიაში დიდი მითქმა-მოთქმა.

55 წლის ჯეი ლო და 69 წლის კოსტნერი ვესტერნული სამოსისა და აქსესუარების მაღაზიაში გადაიღეს ერთად. ორივე შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა.

ვარსკვლავების ფოტოებმა უამრავი კომენტარი გამოიწვია.

„მოწიფულ ასაკში ნაპოვნი უკანასკნელი სიყვარული“, „ჯეი ლოს უკანასკნელი გაჩერება?“, „წარმოუდგენელი წყვილია“, „ბენ, შენ რას ფიქრობ?“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, ჯეი ლო კვლავ თავისუფალია, ის ბენ აფლეკს ორ წლიანი ქორწინების შემდეგ, რამდენიმე თვის ოფიციალურად გაშორდა. მეუღლესთან განქორწინდა კევინ კოსტნერიც. ის კრისტინა ბაუმგარტნერს, 18 წლიანი ქორწინების შემდეგ, გასულ წელს დაშორდა.

ფოტო/ვიდეო: სევდიანი სახე და შობა ბენის გარეშე – ჯეი ლო გვაჩვენებს, როგორ ატარებს დღესასწაულებს ოჯახთან ერთად

განქორწინების შემდეგ, უსაშველოდ დამშვენებული კევინ კოსტნერი კრემისფერ კოსტიუმში შეუდარებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები