LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებმა ყველაფერი მიატოვეს, რათა შვილებთან ერთად მსოფლიოს მოსავლელად გაემართნენ

55
Capture54354

ინგლისში, ქალაქ შეფილდში მცხოვრებმა მშობლებმა სამსახური, სახლი, ყველაფერი დატოვეს, რათა ორ შვილთან ერთად სამოგზაუროდ წასულიყვნენ.

გამოცემა Metro-ს ინფორმაციით, მათ უკვე მოიარეს 18 ქვეყანა და თავს ძალიან ბედნიერადაც გრძნობენ.
36 წლის ემამ და 37 წლის პიტერმა ერთმანეთი 2011 წელს კამბოჯაში გაიცნეს. შემდგომი 5 წლის განმავლობაში მათ 50-ზე მეტი ქვეყანა მოინახულეს და 2016 წელს ტაილანდში დაქორწინდნენ. შემდეგ წყვილი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, რათა ოჯახის წევრები მოენახულებინა.

ემამ მალევე პირველი შვილი გააჩინა. ცოლ-ქმარმა სამსახურიც დაიწყო, თუმცა პარალელურად მოგზაურობასაც აგრძელებდა. თუმცა, მალევე ისინი მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივი ტურისტული გასვლები მათთვის საკმარისი არ იყო და გადაწყვიტეს ცხოვრება რადიკალურად შეეცვალათ.

2021 წელს, უკვე ორი შვილით, ემა და პიტერი მსოფლიოს მოსავლელად გაემართნენ. მათ სამსახურები დატოვეს, გაყიდეს ყველაფერი და ტაილანდში გაფრინდნენ.

როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვები სკოლასა და ბაღში არ დადიან, თუმცა ყოველდღიურად ბევრ ახალ რამეს სწავლობენ. მთელი მსოფლიო ეს ერთი დიდი კლასია, სადაც წარმოუდგენელი განათლების მიღებაა შესაძლებელი. მოგზაურობის დროს წყვილის შვილებმა მაროკოში მზარეულობა, ტაილანდში სერფინგი, კამბოჯაში ქველმოქმედება, შვეიცარიაში ველოსიპედით სეირნობა და იაპონიაში ნინძების საბრძოლო ხელოვნების შესწავლა მოასწრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები