LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ათი ყველაზე საშინელი გზაჯვარედინი

179

მსხვილ ქალაქებში საავტომობილო გზაჯვარედინები ტრადიციულად ყველაზე რთულ მონაკვეთებად ითვლება. საბედნიეროდ, საგზაო მოძრაობის რეგულირების ავტომატიზირებული კომპლექსის (სათვალთვალო კამერები, ავტომატური შუქნიშანები და მრავალრიცხოვანი დეტექტორები)შემოღებასთან ერთად მდგომარეობა დროებით განიმუხტა, თუმცა ავტომობილების მატებასთან ერთად, სიტუაცია მსხვილ ქალაქებში სულ უფრო მძიმდება. გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე რთული გზაჯვარედინის ნუსხას, სადაც ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც კი კარგავენ ორიენტაციის უნარს.  

 

  1. Knight St Bridge and SE Marine Dr, ვანკუვერი, კანადა

Victoria–Fraserview-ის რაიონში არსებულ გზაჯვარედინზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე რთული გზაჯვარედინის სტატუსი მიანიჭა, სტატისტიკის მიხედვით წელიწადში სულ მცირე 300 საავტომობილო ავარია ფიქსირდება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, მოტოციკლებისა და ფეხითმოსიარულეთა მონაწილეობით.

1465237585_1

  1. ტაგანკის მოედანი, მოსკოვი, რუსეთი

ტაგანკის მოედანი ორი ისტორიული მოედნის  – ზემო ტაგანკისა და ქვემო ტაგანკის გადაკვეთის ადგილია და მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გზაჯვარედინად ითვლება. მიუხედავად ყველა საჭირო საგზაო ნიშნისა და შუქნიშნისა, აქ გამოცდილი მძღოლების 90%-იც კი იბნევა და საგზაო მოძრაობის წესების იდეალურად ცოდნის შემთხვევაშიც  შეუძლებელი ხდება მოედნის დარღვევების გარეშე გადაკვეთა.

1465237577_2

  1. სატრანსპორტო კვანძი “ჯადოსნური ატრაქციონი”, სუინდონი, დიდი ბრიტანეთი

სპირალის ფორმის გზაჯვარედინი ხუთ ავტოსტრადას აერთიანებს, რომლებიც მეექვსე, წრიულ ავტოსტრადაზე კვეთენ ერთმანეთს, იქ კი, მოძრაობა მხოლოდ საათის ისრის საპირისპიროდაა ნებადართული. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ასაღწერად საკმაოდ რთულმა გზაჯვარედინმა “ჯადოსნური ატრაქციონის” სახელი მხოლოდ იმისთვის მიიღო, რომ მიუხედავად თავისი ჩახლართულობისა, მოძრაობა აქ მაინც ზედმეტი შეფერხებების გარეშე ხორციელდება.

1465237616_3

  1. ნებისმიერი გზაჯვარედინი პეკინში, ჩინეთი

ჩინეთში მოგზაურობიდან დაბრუნებული ავტომობილისტების განცხადებით, პეკინი საავტომობილო საცობების დედაქალაქია, რადგან აქ დასვენების დღეებსა და ღამის საათებშიც კი, ინტენსიური სამანქანო მოძრაობაა. ოფიციალურად პეკინში 5 მლნ. ავტომობილია დარეგისტრირებული, რასაც ყოველდღიურად სხვა ქალაქებიდან ჩამოსული 2 მლნ-მდე ავტომობილიც ემატება და გამომდინარე აქედან პეკინის გზები ყოველთვის გადატვირთულია. ასე რომ, თუ ჩინეთის დედაქალაქში აპირებთ მოგზაურობას, თავი შეიკავეთ მანქანის ქირაობისგან და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვარიელებლად ნებისმიერი ალტერნატიული ტრანსპორტი შეარჩიეთ.

1465237604_4

  1. გზაჯვარედინი Flamingo Road და Pines Boulevard, პემბროკ-პაინსი, ფლორიდა, აშშ

ფლორიდის საგაზაო პოლიციის მონაცემების თანახმად, Flamingo Road-ისა და Pines Boulevard-ის გადაკვეთაზე, სადაც დღეში დაახლოებით 200 000 ავტომობილი მოძრაობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში 357 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც პირველ რიგში გაუმართავი ინფრასტრუქტურის და საგზაო მოძრაობის ცუდად რეგულირების ბრალია.  

1465237612_5

  1. თაიმ-სქვერი, ნიუ-იორკი, აშშ

ნიუ-იორკი აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია რვა მილიონიანი მოსახლობით. სტატისტიკით, ჩვეულებრივ ნიუ-იორკულ ოჯახს საშუალოდ 2 მანქანა ჰყავს, ასე რომ თავად შეგიძლიათ დათვალოთ რა რაოდენობის ავტოტრანსპორტია ქალაქში რეგისტრირებული. მართალია, სწორად გამართული ინფრასტრუქტურისა და გრძელი ავტოსტრადების წყალობით ქალაქი ახერხებს გაუმკლავდეს ინტენსიურ მოძრაობას, მაგრამ ნიუ-იორკსაც აქვს თავისი “ცხელი წერტილები”, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი – სადღეღამისო ქაოსის, გართობისა და შოპინგის ცენტრი თაიმ-სქვერია. სწორედ აქ გროვდება ყველაზე მეტი ავტომობილი, საცობიდან თავის დაღწევას კი, საკმაოდ დიდი დრო ჭირდება.   

1465237561_6

  1. პორტა-მაჯორე, რომი, იტალია

ყოვეწლიურად რომს ასი ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა ავტომობილს ქირაობს, რათა უმოკლეს დროოში მოასწროს მაქსიმალურად ბევრის ნახვა. სამწუხაროდ, ქალაქი ვერ უმკლავდება საავტომობილო მოძრაობას, რადგან ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა უძველესი ღირსეშანიშნაობების გათვალისწინებითაა მოწყობილი და მისი შეცვლა ან თუნდაც გაუმჯობესება გზების გაფართოვებით, პრაქტიკულად შეუძლებელია. რომის ყველაზე გადატვირთულ ადგილად პორტა-მაჯორე ითვლება, თავისი ყველაზე მოუხერხებელი და სახიფათო გზაჯვარედინით.  

1465237582_7

  1. ტრიუმფალური თაღი, პარიზი, საფრანგეთი

ტრიუმფალური თაღის აღმართვის შემდეგ, მიმდებარე გზაჯვარედინი ნამდვილ სიგიჟედ იქცა, რადგან ყოველდღიურად აქ ათასობით ავტომობილი, სატვირთო და მოტოციკლი მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასე რომ, თუ პარიზში აპირებთ მოგზაურობას არც იფიქროთ მანქანის ქირაობა და განწყობის საცობებში დგომით გაფუჭება.

1465237615_8

  1. სიბუას გზაჯვარედინი, ტოკიო, იაპონია

სიბუა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული გჯაჯვარედინია, რადგან მას ყოველდღიურად არა მარტო უამრავი სატრანსორტო საშუალება, არამედ ასი ათასობით ფეხით მოსიარულეც გადაკვეთს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ინტენსიური მოძრაობისა, ინფრასტრუქტურა მათემატიკური სიზუსტით მუშაობს და საგზაო შემთხვევებიც ძალიან იშვიათად ხდება.

1465237605_9

  1. ჰანოეს გზაჯვარედინი, ვიეტნამი

ჰანოეს გზაჯვარედინზე მოგიწევთ დაივიწყოთ არა მარტო შუქნიშნები, არამედ ელემენტარული საგზაო ნიშნებიც, რადგან გზაჯვარედინი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს,  მოძრაობა კი, ყოველთვის ქაოტურია. მონაკვეთის ავარიების გარეშე გავლას ცოტა იღბალი და დიდი გმირობა ჭირდება, საგზაო წესების ცოდნა კი, აბსოლუტურად არაა საჭირო.

1465237636_10

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები