მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქად ექსპერტებმა პოპულარული ტურისტული დანიშნულება – ბუდაპეშტი დაასახელეს. ამის შესახებ ნათქვამია Radical Storage-ის კვლევაში, ეს არის კომპანია, რომელიც მოგზაურებს ბარგის უსაფრთხო შენახვის მომსახურებას სთავაზობს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ უნგრეთის დედაქალაქის ნარჩენების მართვის სისტემა ვერ ახერხებს ვიზიტორთა რაოდენობასთან გამკლავებას. ბუდაპეშტის სისუფთავესთან დაკავშირებით ტურისტთა 37.9%-ს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
რეიტინგში მეორე ადგილს იტალიის დედაქალაქი რომი – 35.7% უარყოფითი მიმოხილვით იკავებს. მესამე ადგილზეა ლას-ვეგასი, აშშ – 31.6% ნეგატიური მოსაზრებით.
ტოპ-10 ყველაზე ბინძურ ქალაქს შორის მოხვდა აგრეთვე: ფლორენცია (იტალია), პარიზი (საფრანგეთი), მილანი (იტალია), ვერონა (იტალია), ფრანკფურტი (გერმანია), ბრიუსელი (ბელგია) და კაირო (ეგვიპტე).
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და დატვირთული ტურისტული ქალაქები ხშირად ის ქალაქებია, რომლებიც ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებენ სისუფთავის გამო. საქმე ისაა, რომ ისტორიული ობიექტების სიმრავლე და ტურისტების გადაჭარბებული რაოდენობა, დამატებით გამოწვევებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს 2024 ოქტომბრიდან 2025 ნოემბრამდე დაწერილ ყველა მიმოხილვას, სადაც გამოიყენებოდა სიტყვები “clean” ან “dirty”.
მეტი სიზუსტისთვის:
100-ზე ნაკლები მიმოხილვის მქონე ქალაქები გამოირიცხა.
ფრაზები, როგორიცაა “not clean” ან “not dirty”, ორჯერ გადამოწმდა.
გამოყენებული იყო მხოლოდ ინგლისურენოვანი მიმოხილვები.