LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე უცნაური პლაჟები

115
TAL-cape-le-grand-national-park

ბერძნული სანაპიროები Kokkini Paralia სანტორინიზე და Elafonisi კრეტაზე მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო პლაჟების სიაში შევიდა.

სანტორინის წითელ სანაპიროს ბუნებრივ შედევრს უწოდებენ, რაც ქვიშის ცეცხლოვან ფერს უკავშირდება. მთელი საიდუმლო კი ადგილობრივ ნიადაგშია, რაც წითელი კირქვის დამსახურებაა.

Elafonisi თავის მხრივ ვარდისფერი შეფერილობისაა, რაც მინიატიურულ მარჯნებს უკავშირდება. ამასთან, ქვიშის ფერი ამინდის და ტალღების სიძლიერეების მიხედვით იცვლება, ზოგჯერ ქვიშა თეთრ ფონზე ვარდისფერი ხაზებივით გამოიყურება.

რაც შეეხება ესპანურ Sotavento Beach-ს ის ოქროს დიუნებს ჰგავს. მთელი წლის განმავლობაში ძლიერი ქარი ამ ადგილს ცურვისთვის, სერფინგისთვის თუ ნაოსნობისთვის გადასარევ ადგილას აქცევს.

პორტუგალიაში მდებარე Praia de Marinha ოქროსფერი ქვიშით და თვალწარმტაცი კლდეებითაა ცნობილი. ეს არის ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ.

ლიდერთა სიაში გოზოს კუნძულზე მდებარე პლაჟი Golden Beach-იც მოხვდა. ქვიშა იქ ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ხანდახან ყვითელია. ლეგენდის მიხედვით სწორედ ამ პლაჟზე გაატარა ოდისეამ 7 წელი, ნიმფებით მოხიბლულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები