მსოფლიოში ყველაზე უიღბლო გამტაცებელი კალიფორნიაში ცხოვრობს. Honda Accord 1991 წლის მოპარვა 29 წლის უილიამ ეშბასთვის ძალიან ცუდად დასრულდა. საქმე ისაა, რომ მას ავტომობილის მფლობელი დაეწია, დაიჭირა, კარგად ცემა და მოგვიანებით პოლიციასაც ჩააბარა. ამის შესახებ ინფორმაცია კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გატაცებული მანქანის პატრონმა მისი პოვნა Facebook-ის დახმარებით შეძლო. მისმა მეგობრებმა დაკარგული მოდელის ფოტო გაავრცელეს და სულ მალე ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავისი სახლის სიახლოვეს შეამჩნია. ადგილზე მაშინვე ავტომობილის მფლობელი მივიდა და ეშბამ გაქცევა ვეღარ მოახერხა.