LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვარის მტვერი, რომელიც ნილ არმსტრონგმა საკუთარი ხელით შეაგროვა, აუქციონზე გაიყიდება

55
Capture

ამერიკელი ასტრონავტის ნილ არმსტრონგის მიერ დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე შეგროვილი მთვარის მტვერი აუქციონზე გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ არმსტრონგი იყო პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე გაიარა.

გამოცემა Vox-ის ინფორმაციით, უნიკალური ლოტი 1969 წელს მისია „აპოლონ 11“-ის დროს შეგროვდა და ნილმა ის ნასას ჩამოუტანა. კოსმოსურმა სააგენტომ მტვრის ავთენტურობა დაადასტურა და მას 13 აპრილს გაყიდიან. მნიშვნელოვანი არტეფაქტის საწყისი ფასი 800 ათასი დოლარი იქნება.

საინტერესოა, რომ 1969 წლიდან 1972 წლამდე პერიოდში ნასამ მთვარეზე 2 200-მდე ნიმუში მოაგროვა, მათ შორის მტვრის გარდა ქვები და ქვიშაც იყო. ეს ნიმუშები ბოლომდე შესწავლილი ჯერაც არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები