LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ს: გამოდით და გვითხარით, რას აპირებთ? სალომე ზურაბიშვილს ვეხვეწებით შეიწყალოს მიშა, მაშინ, როდესაც თავად არაფერს ვაკეთებთ, რომ ამ კაცის სიცოცხლისთვის ვიბრძოლოთ

167
Untitled design (6)

„ძალიან ცოტა დრო გაქვთ, რომ თქვენ არ მოგიბრუნდეთ ყველა ერთად.. ძალიან ცოტა დრო გაქვთ, არ გადაიქცეთ „ქართულ ოცნებად“ ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი წელი თქვენს გვერდით ვიყავით“, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა „ფეისბუკლაივში“, რომლითაც მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და მოუწოდა, თქვან, როგორია მათი სამოქმედო გეგმა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩართვის დროს განაცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ უნდა მოსთხოვონ თავგანწირვა მიხეილ სააკაშვილისთვის მაშინ, როდესაც თავად „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის თავგანწირული სააკაშვილისთვის:

გუშინდელი დღიდან ველოდებით სამოქმედო გეგმას „ნაციონალური მოძრაობიდან“.

რას გვეტყვის პარტია? პარტიის ლიდერები, რომლებიც არ ელოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას და ამდენი ხნის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ „მიშა ჩვენი მთავარი ფაქტორია“, „მე ვარ მიშა“…

სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ყველა დუმს და არავინ გვეუბნება, რას გააკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლონ.

„ქართული ოცნება“ ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამის უფლებას ჩვენ ვაძლევთ და, პირველ რიგში, მიშას მხარდამჭერებს და, განსაკუთრებით, მიშას პარტიის წევრებს ვგულისხმობ.

გამოდით და გვითხარით, რას აპირებთ მიშასთან დაკავშირებით, მართლა გეყოთ ერთი ადგილი, რომ თქვათ: ან არაფერს აპირებთ; ან თქვით, რომ თქვენც ისეთივე მტერი ხართ მისი, როგორც „ქართული ოცნება“.

სალომე ზურაბიშვილს ვეხვეწებით, მიშა შეიწყალოს, მაშინ როდესაც ჩვენ თავად არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კაცის სიცოცხლისთვის ვიბრძოლოთ.

ყველა გვეუბნება, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის გადაწყვეტილება.. ამიტომ გამოვიდეს პარტია და თქვას, რას აპირებს? თუ გვეტყვიან, რომ მიშასთვის არ იბრძვიან, ესეც პასუხია.

თუნდაც ის გვითხრან – მეგობრებო ჩვენ არ ვტოვებთ პარლამენტს და ვაპირებთ, რომ ისევ სხვადასხვა ქვეყანაში ვიაროთ – ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაცის დრო არის, რაღაცის დრო აღარ არის. იმის უკან ამოფარება, რომ ახლა დრო არ არის პარტიაზე, თუნდაც, კრიტიკის ჭრილში ვისაუბროთ, ამას არ მივიღებ.

რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურად ნეიტრალურმა ადამიანმა მკითხა, არ ფიქრობ, რომ რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდეთ ემპათია, შეცოდება, სიბრაზეც და მიშას მიმართ ემოცია აქვთ, ძალიან აბნევს ის, რომ პარტია არაფერს აკეთებს და დუმს? კი!

ამდენი ხნის განმავლობაში გიფრთხილდებოდით და ვფიქრობდით, რომ მართლა არ იყო დრო, ოპოზიციაზე კრიტიკის ტონში გვესაუბრა – ამის დრო აღარ არის, საკუთარი თვალებით ნახეთ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი.

ეს ვიდეო „ქართული ოცნებისთვის“ მიშას სიგიჟის დამადასტურებელი იყო, ვიღაცისთვის სიმულაციის და მგონია, რომ თქვენთვის უნდა ყოფილიყო მტკიცებუყლება, რომ მიშა არის ძალიან ცუდად!

ამიტომ, ვინ გახდებით პარტიის ლიდერი კი არა, ახლა გვითხარით, რას აპირებთ, ან გვითხარით, რომ არაფერს არ აპირებთ და შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას – იმავე ტონში გებრძოლოთ თუ არა, როგორც „ქართულ ოცნებას“ ვებრძვით.

ძალიან გთხოვთ, თქვენ მიმართ სიბრაზე შეგვაცვლევინეთ და ისე დაიწყეთ ბრძოლა მიშასთვის, რომ ბოდიში მოგიხადოთ იმ განწყობისთვის, რაც ახლა თქვენ მიმართ გვაქვს და გვაქვს უკიდურესად კრიტიკული განწყობა, უფრო თქვენ მიმართ, ვიდრე „ოცნების“ მიმართ, რადგან „ოცნება“ ბუნებრივ როლშია, როგორშიც უნდა იყოს, თქვენ კი ასე არ უნდა იქცეოდეთ..

თქვენთან ერთად ყველაფერზე წამოვალთ: ქუჩაში დაწვებით? ჩვენც თქვენთან ერთად დავწვებით, ძალიან ცოტა დრო გაქვთ, რომ თქვენ არ მოგიბრუნდეთ ყველა ერთად.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ არ აკეთებთ არაფერს მიშას გამო და ნუ ვითხოვთ, სალომე იყოს თავგანწირული მიშასთვის, როდესაც თქვენ არ ხართ თავგანწირულები“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მიხეილ სააკაშვილი: „გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ”

„არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის კაბინეტებიდან ყურებას“ – აჭარის უმაღლეს საბჭოს ენმ-ის დეპუტატები ტოვებენ

“ქოცების ახალი ნარატივი, ეს გიჟი მართავდა ქვეყანას?…ეტყობა დაგავიწყდათ “კერასინკაზე” რომ თბებოდით და “კრუშკით” იბანდით” – ჟორჟოლიანი

მაია ბუწაშვილი: პაციენტ სააკაშვილის კადრების გაზიარება სამედიცინო ეთიკის დადგენილი ნორმების ძალიან უხეში დარღვევა იყო

 

magti 5g