LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის კაბინეტებიდან ყურებას“ – აჭარის უმაღლეს საბჭოს ენმ-ის დეპუტატები ტოვებენ

151
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (22)

„იმ ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია, რომელიც ყოველდღიურად სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობით არის დაკავებული და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სიკვდილით სჯის“, – ამ განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვება გამოაცხადეს. დეპუტატების თქმით, პროტესტის გაგრძელებას ქუჩაში გეგმავენ.

„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, როცა რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხელისუფლება წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს.

მაშინ როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად კონკრეტული რეფორმების განხორციელებით, მიზანმიმართულად ახორციელებენ შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომ ევროპის კარი ჩვენთვის დაიხუროს.

უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ მათ ინტერესში არ შედის კანდიდატობის სტატუსის მიღება, ამავე დროს სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ავტოკრატიული მმართველობის გამყარება და რუსეთისათვის კარის გახსნა.

სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია, ხელისუფლებისა, რომელიც ყოველდღიურად დაკავებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობითა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯით.

აუცილებელია, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი და შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა, სწორედ ამიტომ არ ვაპირებთ კაბინეტებიდან სიკვდილით დასჯის ყურებას და ვიბრძოლებთ რუსული ტყვეობიდან მის დასახსნელად”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

კადრები სააკაშვილის კლინიკა „ვივა მედში“ ყოფნის სხვადასხვა (8 აგვისტოდან 12 დეკემბრამდე) პერიოდს ასახავს.

ერთ-ერთი ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება. როგორც ვიდეოში ჩანს, ექსპრეზიდენტი დამხმარე საშუალებით გადაადგილდება.

აღნიშნული კადრების გავრცელებამ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, ოპოზიციისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

ამავე თემაზე:

„ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, იმავეს აგრძელებს.. კადრებმა დაადასტურა, რომ არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება სრულფასოვნად“ – „ოცნება“ სააკაშვილის კადრებზე

თეა წულუკიანი: „არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც სისტემას ვმართავდი, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს“

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

“ვივა მედი ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა, ეს სერიოზული დანაშაულია” – გეგეჭკორი

კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს, პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით

“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი

“ვერაფერს მიაღწიეს და ხალხმა დაინახა, როგორ მძიმე პირობებში ამყოფებს ხელისუფლება სააკაშვილს” – გიორგი სააკაშვილი

“არ შემიძლია რომ არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა…ყველა გაგებით საშინელებაა” – ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

“გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას” – მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე

გიორგი ფხაკაძე: „ბუმერანგივით დაუბრუნდება ქვეყანას.. სამედიცინო ეთიკის ფუნდამენტი მიწასთან არის გასწორებული“

გია ხუხაშვილი: „გუშინდელ კადრებში ყველამ ის დაინახა, რისი დანახვაც უნდოდა თავისი დამოკიდებულების დასადასტურებლად… მოკლედ, “ნიჩია” დამთავრდა, პენლების დროა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები