„ნიკა გილაურმა „ნანუკას ფონდში“ ჩარიცხა 25 ათასი ლარი“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს საჯარო მადლობას უხდის და წერს:
„იმ ფონზე, როცა მისი ფონდიც აქვს, განსაკუთრებით ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. მადლობა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ასევე გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წამოსული ადამიანებისთვის ფონდი გასული წლის დეკემბერში დააფუძნა.
ნიკა გილაურმა ნანუკას ფონდში ჩარიცხა 25 ათასი ლარი. იმ ფონზე როცა მისი ფონდიც აქვს, განსაკუთრებით ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. მადლობა 🙏🏻
Posted by Nanuka Zhorzholiani on კვირა, 23 თებერვალი, 2025