ნანუკა ჟორჟოლიანი „ინსტაგრამ“-ლაივის მეშვეობით შფოთვით აშლილობასა და პანიკურ შეტევებზე საუბრობს, რაც თავადაც გამოიარა და მისმა სტუმარამა საშა კაცმანმაც. ტელესახე საუბრობს იმის შესახებ, რომ მისი გამომწერების 70%-ს მაინც აინტერესებს ეს თემა და მუდამ უსვამენ შეკითხვებს. თავად კი, როცა ვინმესთან საუბარი სურს, საშა კაცმანს მიმართავს.
„ლიკა ევგენიძისგან შემთხვევით სალონში გავიგე ამის შესახებ საუბარი. მანამდე ჩემს სიმპტომებს ვერ ვამხელდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ფსიქიატრიულში გამომკეტავდნენ, მეგონა, რომ ეს იყო სრული სიგიჟე, რასაც მე გავდიოდი ამ ჩემი სიმპტომებით, თუმცა ახლა რომ თამამად ვამბობ, ფსიქიატრთანაც დავდივარ და ფსიქოლოგთანაც, მაშინ ასე თამამად ვერ იტყოდი… ზოგჯერ მეგონა, მანქანას შევუვარდებოდი…“
საშა კაცმანი აღნიშნავს, რომ ფსიქიატრი და ლიცენზირებული ფსიქოლოგი არ არის და ადამიანებს მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
„არ არის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რომ ამ მოვლენას პანიკური შეტევა დაარქვა. ეს არის მოვლენა, რომელსაც დაარქვეს სახელი და ის გაპანიკებს. ჯერ შეტევა რა არის და თან, პანიკაში ხარ. ცოტა ხანს შევხედოთ, როგორც მოვლენას, სახელისა და გვარის გარეშე. ეს მოვლენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. მე აქედან დავიწყე ამ მოვლენის გაცნობიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.