ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა.
როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“, ისე „ტვ პირველთან“.
„დავტოვე ტელეკომპანია „მთავარი არხი“. მიზეზზე არ ვსაუბრობ.
ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ „ტვ პირველთან“ და „ფორმულასთან“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფორტუნასთან“ საუბარში.