LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე: „მშობლის მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ იყოს შვილის გვერდით და მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის…“

962
natalia

ნატალია ქუთათელაძე ფეხმძიმედაა. ის და მისი მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე, პირველ შვილს ელოდებიან. ნატალია ქუთათელაძემ ამ მოლოდინის შესახებ „იმედის დღეში“ ისაუბრა.

ნატალია ქუთათელაძე:

„დავით გაგუას რჩევებით ვიხელმძღვანელე და ცხოვრებაში რადიკალურად არაფერი შემიცვლია. წინასწარ არ მინდა არაფრის გადაწყვეტა საკუთარ თავთან. არ მინდა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია თავად ბავშვზე, როგორი იქნება, როგორი ხასიათისა და ზნის იქნება. მეც ვეცდები, მას ავეწყო. შინაგანი განწყობა მაქვს მკაცრი და გაბრაზებული. შინაგანად მინდა, რომ დავსაჯო. რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ ამას. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც თავისუფლად გავიზარდე, მინდა, შევინარჩუნო დისციპლინა და ეს იყოს სისტემატური. ეტყობა, ჩემს თავს ვუბრაზდები…

არის ფუნდამენტური გადაწყვეტილებები. ფეხმძიმედ რომ არ ვიყავი, ამაზე მაშინაც ვფიქრობდი. ყველა ბავშვს სჭირდება იმედის შეგრძნება და ალბათ, ამას ვეცდები ყოველი ფეხის ნაბიჯზე. მშობლის მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ იყოს შვილის გვერდით და მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g