LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „იმ მაგარი გოგოს დაბადების დღეა, ვისგანაც ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულის და სიკეთის, ჩემი ზღაპრის გმირის ისტორია იწყება..გოგოსი, რომელმაც დაწერა და კიდევ დიდხანს დაწერს „გოგიჩობის ტკბილ ისტორიას“ ყველას რომ გვწვდება!“

8013
ნათია ბანძელაძე

ნათია ბანძელაძე დედამთილს დაბადების დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ნათია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან ოჯახი ნანა დათუნაშვილის იუბილეს გარდა, ნანუკას წარმატებასაც ზეიმობს.

„ემოციები მძალავს და კარგად ვერ ვუყრი თავს აზრებს… აქ 5 თენდება! და იმ მაგარი გოგოს დაბადების დღეა, ვისგანაც ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულის და სიკეთის, ჩემი ზღაპრის გმირის ისტორია იწყება. გოგოსი, რომელმაც დაწერა და კიდევ დიდხანს დაწერს ,,გოგიჩობის ტკბილ ისტორიას“, რომელიც ყველას გვწვდება! იმიტომ რომ ნამდვილია, გულწრფელია, სიბრძნით და სიკეთით შექმნილია….პარალელურად ოკეანის მიღმა ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირისთვისაც მნიშვნელოვანი დღეა! დღე, რომლის სიხარულის და მხარდაჭერის მთავარი გამზიარებელიც გოგიჩა იქნებოდა. ორ კონტინენტზე, გოგიჩას გოგოების მთავარი ამბები ერთმანეთს დაემთხვა!!! და ახლა ისე მჯერა, რომ ეს თანხვედრა ჯადოსნურია და ასე წვდება: ნანუკას მამა, დედას შვილი და ეს დღე გოგიჩობის ზღაპრის კიდევ ერთ მშვენიერ დღედ გვექცა. ასე ვეძებ ჩვენ სივრცეს ცასა და მიწას შორის, როცა ვგრძნობთ და უსიტყვოდ გვესმის ჩვენ ყველას ერთმანეთის, მხოლოდ გრნობით, დიდი გრძნობით! ასე ვაგრძელებთ იატორიას, რომ არ დასრულდეს…ნანას გაუმარჯოს ამ ყველაფრისთვის და ჩემს ნანუკას წარმატებები ამ მაგარ დღეს!!!“ – წერს ნათია ბანძელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები