LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „საოცარ ემოციებში ვარ ამ არნახული სიძლიერის ადამიანების შემყურე! რამხელა რწმენა, სიძლიერე და სიკეთე მოდის მათგან..ამ სიკეთეს მათში კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ, რადგან ამხელა სირთულეებმა, ტკივილებმა, გადატანილმა სტრესმა კი არ გააბოროტა, უფრო გააძლიერა! მადლობა თქვენ! გვეამაყებით!“

146
ნათია ბანძელაძე

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე პარალიმპიელებს მადლობას საჯარო პოსტით უხდის.

ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„საოცარ ემოციებში ვარ ამ არნახული სიძლიერის ადამიანების შემყურე! ეს დღეები სულ თან დამყვება მათი ბედნიერი სახეები, რომლებიც ასე გვაბედნიერებს ყველას! რამხელა რწმენა, სიძლიერე და სიკეთე მოდის მათგან, დიახ ამ სიკეთეს მათში კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ, რადგან ამხელა სირთულეებმა, ტკივილებმა, გადატანილმა სტრესმა კი არ გააბოროტა, უფრო გააძლიერა!!!! ეს გოგო ბიჭები თილისმებივით არიან, დაგაჯერებენ რომ შეუძლებელი არაფერია, რომ მიზნისკენ სწრაფვა შესაძლებელია და ამისთვის არავის გადათელვა, შეურაცხყოფა, სიხარბე არ არის საჭირო! მადლობა მათ გვერდით მყოფ ადამიანებს ვინც ახალი ცხოვრება, ისევ ლამაზ ფერებში დაანახა და დააჯერა, რომ ისევ ისეთი ძვირფასები არიან და ერთად, უფრო რთულად მაგრამ მაინც გადალახავენ ყველა სიძნელეს!!! რამხელა შრომა, თავდადება, ნერვების ომია ამ ყველაფრის უკან!!! მადლობა თითოეულ მათგანს!!! ვინც ჩანს და ვინც არ ჩანს, რომელიც ორჯერ კიდევ მეტი გამარჯვებულია!!! ამ დღეებში ორ საქართველოში ვცხოვრობ, შუაში გადაგლეჯილში. აქეთ ამ გოგო ბიჭების მონიჭებული სიამაყით, რომლებიც არაფერს ითხოვენ ჩვენგან, პირიქით გვაძლევენ ძალას, ინსპირაციას, სიამაყეს გამარჯვებული ქვეყნის რწმენას!!!! და მეორე საქართველო „ჯანსაღი“, რომელიც დახმარებას გვთხოვს გვერდში დგომას, არჩევანს და სისასტიკესა და ერთმანეთის გამეტების მეტს არაფერს გვთავაზობენ! P.S. მადლობა ვენეციის ფესტივალის გმირებსაც, ეს ტაში და ემოციაც სულ სხვაა ამ პატარა ქვეყნისთვის, მადლობა ბიჭებს ჩვენს ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ბედნიერების „შლეიფად“ რომ მოგვყვება სიამაყის და ბედნიერების განცდა! რა გამოდის: აქეთა საქართველო ყოვლის შემძლეა, ლაღი, ბედნიერი, ამაყი ყველას რომ ყოფნის და გვაერთიანებს!!! ეს საქართველო მიყვარს! ეს ჩემი ქვეყანაა! მადლობა თქვენ! გვეამაყებით! ეს სტატუსი სიკეთეზე და მადლიერებაზეა! სწორ არჩევანზეა, როცა იცი რა არის მთავარი ღირებულება! მადლობა“ – წერს ნათია ბანძელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები