ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე “კამარას” თანამშრომლის დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. როგორც ის ამბობს, 32 წლის მაგდა გოგუაძე, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ავთვისებიან მელანომას ებრძვის. მას ახლა ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც 20 ათას დოლარამდე ჯდება.
“კამარას თანამშრომელს, ამ ულამაზეს ადამიანს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ჩვენს მეგობარს 32 წლის მაგდა გოგუაძეს, ძალიან სჭირდება თქვენი თანადგომა.
მაგდა 2015 წლიდან ებრძვის ავთვისებიან მელანომას. ახლა თურქეთში, “აჯიბადემის” კლინიკაშია და აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია, რომელიც 20 ათას დოლარამდე ჯდება.
ერთი ლარის ჩარიცხვაც თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, არ დაიზაროთ. დროს და ყველა თეთრს მნიშვნელობა აქვს. თუ ლარის საშუალებაც არ გაქვთ, მაინც შეგიძლიათ დახმარება, თხოვნის გაზიარებით. ეს ბრძოლა მაგდამ უნდა მოუგოს დაავადებას. მოგვეხმარეთ, გთხოვთ
თი ბი სი ბანკი
GE44TB7017945169600001
საქ.ბანკი
GE14BG0000000752961700GEL
მიმღები
მაგდა გოგუაძე” – წერს ნათია ფანჯიკიძე.