LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თოდუას ოჯახური ტრაგედია: „ბოლო ერთი წელი მამა ძალიან ხშირად მეუბნებოდა, შენს კონცერტზე ერთი ადგილი აუცილებლად ცარიელი დატოვე ჩემთვის და მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო…“

260
ნათია თოდუა მამასთან ერთად

ნათია თოდუა უკვე სამი თვეა, ქმარსა და შვილთან ერთად საქართველოშია. ზუსტად სამი თვის წინ მას მძიმე ამბავი შეატყობინეს, რომ მამას, მერაბ თოდუას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. უკვე სამი კვირაა, რაც ნათია თოდუას მამა გარდაიცვალა და როგორც მომღერალი „თბილისელებს“ უმხელს, ამ ამბავს ვერ ეგუება:

„თებერვალში გაიგეს, რომ ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ 6-8 თვეს იცოცხლებდა, მაგრამ სამწუხაროდ, სამი თვეც ვერ იცოცხლა. ეს დაავადება ყველასთან სხვადასხვანაირად პროგრესირებს, მამას შემთხვევაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე გვეგონა. როგორც ექიმებმა ივარაუდეს, დაახლოებით ორი წლის დაწყებული იყო პროცესი…

ბოლო ერთი წელი მამა ძალიან ხშირად მეუბნებოდა, შენს კონცერტზე ერთი ადგილი აუცილებლად ცარიელი დატოვე ჩემთვის და მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო…

რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ვაანალიზებ დანაკარგის სიმძიმეს…

მამას ძალიან ბევრჯერ არ გაუმართლა ცხოვრებაში. აფხაზეთის ომის შემდეგ, ჯერ დევნილი გახდა და შემდეგ კი ორივე მშობელი დაკარგა. უზარმაზარი სახლი და მოგონებები ფერფლად ექცა. ბებიამ ვერ გაუძლო იმას, რაც გამოიარა და გულის ინფარქტით გარდაიცვალა. მასზე დარდს რამდენიმე თვეში ბაბუაც გადაჰყვა.

ამდენი მარცხისა და წარუმატებლობის შემდეგ, მამისთვის ჩემი წარმატება ძალიან ბევრს ნიშნავდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g