LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოს სამხედრო სტანდარტებთან ჩვენ უფრო მეტად ვართ ინტეგრირებული, ვიდრე ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფო – მაისაია

136
ვახო და ნატო 3

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2020 წლის ანგარიში წარადგინა. სუსის უფროსის თქმით, ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევას წარმოადგენს რუსული ოკუპაცია რჩება.

უნდა ვესაუბროთ აფხაზ და ოს ძმებს, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა პასუხისმგებლობა არ აიცილოს: ლილუაშვილი

რა არის ის მთავარი ფაქტორები და მექანიზმები, რომლითაც რუსეთის ფედერაცია მოქმედებს ოკუპაციის ფარგლებში? – თემაზე  სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

„სუსის ანგარიშში ყურადღება დაეთმო რუსულ ფარულ ოკუპაციას. მაშინ როცა, შეგახსენებთ, ოუპირებულ მხარეს მოქმედებს „ეფესბეს“ სამსახური, რომლებიც ახორციელებენ სამხდრო დივერსიას და სადაზვერვო საქმიანობებს საქართველოს წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, „ეფესბეს“ სასაზღვრო ძალების შემადგენლობაში მოქმედებს უშუალოდ „ეფესბეს“ ეგიდით მოქმედი სამი სპეცსასახური, მათ შორის სასაზღვრო სარდლობას ჰყავს თავისი ტაქტიური სადაზვერვო სამსახური, რომლითაც შეუძლია საკმაოდ ეფექტიანი ბრძოლები განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ექსპერტმა „კვირის თემასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, სუსის ანგარიშში დღეს რაიმე ორიგინალური არაფერი მოგვისმენია.

„მეტს მოველოდი, ანგარიში ორიგინალურობით უნდა გამოირჩეოდეს და არ უნდა ემთხვეოდეს 2018, 2019 წლების ანგარიშებს. კოპიფეისტით არ უნდა იყოს გადმოწერილი. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ანგარიშში უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს. 

შეიძლებოდა, დახურური სხდომა ჩატარებულიყო და დაფიქსირებულიყო კონკრეტული საკითხები, რომელიც საფრთხეების პრევენციის ზომებსს მოიცავს და არ მომხდარიყო პრობლემის  მარადიული კუთხით წარმოჩენა და ვალდებულების მოხდა“, – ამბობს მაისაია. 

მისი თქმით, აუცილებელია თუდაც რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების კანონის ჩამოყალიბებაზე ბევრი მუშაობა.

„საინტერესო იქნებოდა მოგვესმია, რა გზით ხდება ისეთი უკანონო საქმიანობის აღკვეთამ როგორიცაა, იარაღის უკანონო გადაზიდვა, ნარკოტიკული საშუალებების ტრანზიტი.

პრევენციულ ღონისძიებებზე საუბარი და განხილვა შეიძლება მომხდარიყო დახურულ სივრცეში და არ ყოფილიყო ისეთი შაბლონური, მოვალეობის მოხდის მიზნით, როგორიც დღეს ვიხილეთ“. – გამარტავს სამხედრო ექსპერტი. 

უსაფრთხოების პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრისას, მაისაია სამ ძირითად საკითხს ასახელებს.

„სამხედრო ასიმეტრიული საფრთხეები,  ასიმეტრიული ეკონომიკური საფრთხეები და საინფორმაციო კიბერუსაფრთოება – ამ სამი საფრთხების გამოვლინება და ეფექტიანი ბრძოლის შემუშავება და განვითარეა, აუცილებელია. 

ქვეყანაში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს კონტრტერორისტული და ანიტიტერორისტული სამსახურები და ეს სუსის ანტიტერორისტული ცენტრის დიდი დამსახურებაა“. – აღნიშნა ექსპერტმა ნინი ხუგაშვილის გადაცემაში. 

მაისაია განმარტავს, რომ აფხაზ და ოს  ძმებთან დიალოგის არქონაზე ხმამაღლა საუბარი შეცდომაა და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

„სუსის მოადგილის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ კომუნიკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირ არ გაგვაჩნია, გასაკვირია.

ასეთი საუბარი ძალიან პრიმიტიული და შაბლონურია. ვერ დავეთანხმები სახელმწიფო უშიშროების მაღალჩინოსნებს ასეთ უაპელაციო განცხადებაში. ჩვენ ასეთი ურთიერთობები უნდა გავააქტიუროთ.  სხვანაირად არ მოგვეცემა შანსი, რომ თუნდაც ამ ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს და დაბრუნების გზები გაგვეხსნას. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული საქმიანობით რუსულ, ძალიან მავნე ოკუპაციას, უნდა გამოვგლიჯოთ აფხაზები და ოსები“. – აცხადებს „ფორტუნასთან“ მაისაია.

ექსპერტმა თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენი შეიარაღება სულ უფრო უახლოვდება და აკმაყოფილებს დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნების შეიარაღების კრიტერიუმებს.

„თავდაცვის ძალებში უფრო მეტი პროგრესია. დღითი დღე ჩვენი თავდაცვის ძალები უახლოვდებიან და აკმაყოფილებენ დემოკრატიული, განვითარებული  ქვეყნისთვის დამახასიათებელ შეიარაღებლი ძალების კრიტერიუმებს.

შესაბამისად ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვართ ინტეგრირებული და თავსებადი ნატოს სამხედრო სტანდარტებთან, ვიდრე ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფო. ეს ბევრ რამეში შეიძლება დავინახოთ, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დღეს საქართველოში ჩამოვიდა ნატოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მერწმუნეთ, სერ სტიუარტ პიჩი შემთხვევით არსად არ დადის. ეს ნატოს ძალების მიერ მაღალი შეფასებისა და გამოხატვას წარმოადგენს.

“საჭიროა ქვეყანაში ნატოს წარმომადგენლობითობის გაზრდა” – პრეზიდენტი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ავღანეთში დასრულებული წარმატებული სამედრო მისიის შედეგად ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა არეალები, სადაც შეიძლება საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს იგივე სამხედრო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში“. – განმარტავს ექსპერტი „კვირის თემასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g