LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავალნის დედა პუტინს მიმართავს: „ნება მომეცით, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი ვნახო“

205
ლუდმილა ნავალნაია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს და შვილის ცხედრის გადაცემას ითხოვს.

აღნიშნულის თაობაზე ნავალნაიამ იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიასთან გადაღებული ვიდეომიმართვისას ისაუბრა და თქვა, რომ უკვე მეხუთე დღეა შვილის ცხედარს არ აჩვენებენ:

ვიდეო: „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს – გაიზიარეთ არა მხოლოდ ტკივილი, გთხოვთ, ჩემთან ერთად გაიზიარეთ ბრაზი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა“ – იულია ნავალნაია

„უკვე მეხუთე დღეა, ცხედარს არ მაჩვენებენ და არც მეუბნებიან სად არის. მივმართავ ვლადიმერ პუტინს, პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით, ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილი ვნახო“. – ამბობს ვიდეომიმართვაში ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია.

ინფორმაციისთვის, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის დედას უთხრა, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარს ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ნავალნის ცხედარი ქიმიურ ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს გასტანს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში 16 თებერვალს დაიღუპა

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

„კოლონიაში 12 თებერვალს, პაემანზე ვიყავით.. ის იყო ცოცხალი, ჯანმრთელი, მხიარული – არ მინდა სამძიმრის მოსმენა“ – ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g