აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანზე აშშ-ის დარტყმას განიხილავს.
„თეირანს ტორნადომ გადაუარა… ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი
როგორც ადმინისტრაციის ამჟამინდელმა და ყოფილმა წარმომადგენლებმა ტელეარხ NBC News-ს განუცხადეს, სიტუაციურ ოთახში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო დარტყმას.
აღნიშნული ინფორმაცია ასევე წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა „სიბიესმა“.
ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახში გაიმართა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანში ბირთვული სამიზნეების განადგურებას ვაგრძელებთ