ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან როლებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბალანსის პოვნა გაუჭირდა:
„ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დედობაა. ყველა დედას სურს, მისი შვილისთვის საუკეთესო იყოს. მე, როგორც მაქსიმალისტი, ვფიქრობდი, რომ კარგი დედა ვიყავი, მაგრამ მინდოდა, საუკეთესო გავმხდარიყავი. მთავარია, შვილის კარგი მეგობარი იყო და თუ ეს ბალანსი იპოვე, საუკეთესო დედობასთან ახლოს ხარ.
ეს ბალანსი თავად ნაპოვნი გაქვს?
გამიჭირდა ბალანსის პოვნა, დიდი ხანი ვფიქრობდი და წელს ვაღიარე, რომ ვიპოვე, საუკეთესო დედა ვარ და ამით – კმაყოფილი და ბედნიერი.
ცხოვრება რომ ძალიან რთულია, მაშინ მივხვდი, როცა ბავშვით მარტო დავრჩი. გავიფიქრე, რა მეშველება-მეთქი… ახლა 34 წლის ვარ და ვფიქრობ, ეს სირთულე გადალახულია. 24 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი და ფაქტობრივად, მე და ლუკასი ერთად გავიზადეთ.
დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ბავშვის მამასთან?
ბავშვის მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ მაქვს მის მშობლებთან ურთიერთობა და სანამ პირში სული მედგება, არც მექნება. ის მომენტიც გადავლახე, როცა ჩუმად ვიყავი, არ ვამბობდი, ვუფრთხილდებოდი, მაგრამ თუ ადამიანი არ გაფრთხილდება შვილიშვილის დეედას, მე რატომ უნდა გავუფრთხილდე? სხვათა შორის, ვისწავლე, რომ არაფერი დავიტოვო გულში და ადამიანს ყოველთვის ის ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ.
