LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ChatGPT-ის გამო ქორწინება გააუქმეს

116
ქირიას NEWS შაბლონი


ნიდერლანდებში სასამართლომ წყვილის ქორწინება არაკანონიერად ცნო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქორწინო ცერემონიის ოფიციალური სიტყვა ხელოვნური ინტელექტის – ChatGPT-ის დახმარებით იყო მომზადებული. სიახლის შესახებ გამოცემა canadian lawyer წერს.

წყვილმა ქორწილი გასული წლის აპრილში გადაიხადა, თუმცა 2026 წლის იანვარში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოვერეისელის საოლქო სასამართლომ მათი ქორწინების მოწმობა გააუქმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცერემონიის ტექსტი არ აკმაყოფილებდა ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

კანონის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისას წარმოთქმული სიტყვა უნდა ასახავდეს მხარეთა ნებას და ჰქონდეს მკაფიო იურიდიული ფორმულირება. მოსამართლემ დაასკვნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტი ამ კრიტერიუმებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა.

შედეგად, წყვილს ქორწინების ხელახლა გაფორმება მოუწევს, თუკი ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონება კვლავ სურთ. საქმე ნიდერლანდებში ერთ-ერთ პირველ პრეცედენტად მიიჩნევა, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ პირად ცხოვრებაზე იქონია გავლენა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები