LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ხელოვნური ინტელექტი მოსამართლეებს განაჩენის მომზადებაში დაეხმარა

115
543

როტერდამის სასამართლომ სისხლის სამართლის განჩინების გამოტანისთვის ხელოვნური ინტელექტი პირველად გამოიყენა. ტექნოლოგია მოსამართლეებს მოტივაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარა – ანუ იმის ახსნაში, თუ რატომ აირჩია სასამართლომ კონკრეტული სასჯელი. ამასთან, ხელოვნურ ინტელექტს მთავარი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია – საბოლოო ვერდიქტი მოსამართლეებმა გამოიტანეს. სიახლის შესახებ NL Times წერს.

სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, ექსპერიმენტმა კარგი შედეგები აჩვენა: ხელოვნურმა ინტელექტმა დოკუმენტების მომზადების პროცესი დააჩქარა და ტექსტის სტრუქტურა გააუმჯობესა. მდივანმა ხელოვნურ ინტელექტს საქმის მთავარი მასალები აუტვირთა და დანარჩენი უკვე ალგორითმმა გააკეთა. შემდეგ ეს ნაშრომი შეამოწმეს და ხელით შეასწორეს.

ჯერ-ჯერობით ტექნოლოგია ტესტირების ეტაპს გადის და მის მასობრივ დანერგვაზე საუბარიც არ არის. მოსამართლეები შიშობენ, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში გაჟონვა შესაძლოა საშიში იყოს.

პრობლემების თავიდან ასარიდებლად, სპეციალისტებს სურთ დახურული ნეირო ქსელის შექმნა, რომელიც მხოლოდ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები