LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში, სავარაუდოდ, დ’არტანიანის საფლავი აღმოაჩინეს – 350 წლის შემდეგ

132
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, ეკლესიის სარემონტო სამუშაოების დროს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს საფლავი, რომელიც, მათი ვარაუდით, ეკუთვნის ისტორიულ ფიგურას – დ’არტანიანს, რომელიც მოგვიანებით ალექსანდრე დიუმას რომანების გმირის პროტოტიპი გახდა.

სამარხში აღმოაჩინეს მამაკაცის ნეშტი, რომლის ყბის ძვალში ტყვია იყო ჩარჩენილი. ასევე ნაპოვნია XVII საუკუნის ფრანგული მონეტა – ეს ორი ფაქტორი მეცნიერებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ ნეშტი სწორედ დ’არტანიანს ეკუთვნის. ნიმუშები უკვე გაგზავნილია ლაბორატორიაში, სადაც დაგეგმილია დნმ-ის შედარება მის სავარაუდო შთამომავლებთან.

მკვლევრები აცხადებენ, რომ არსებული მტკიცებულებები საკმაოდ დამაჯერებელია და ექსპერტიზა, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური დადასტურება იქნება.

რეალურ ცხოვრებაში დ’არტანიანი იყო შარლ დე ბაც დე კასტელმორი – გასკონელი არისტოკრატი, რომელიც მეფე ლუი XIV სამსახურში იდგა. მან მიაღწია კაპიტან-ლეიტენანტის წოდებას მუშკეტერების რაზმში, თუმცა პოპულარობა გარდაცვალებიდან დაახლოებით 170 წლის შემდეგ მოიპოვა, როცა ცნობილი რომანის – სამი მუშკეტერის მთავარი პერსონაჟი გახდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დ’არტანიანი 1673 წლის 25 ივნისს, მაასტრიხტის ალყის დროს დაიღუპა. ცნობილია, რომ ის სასიკვდილოდ დაიჭრა ყელში მოხვედრილი ტყვიით – სწორედ ეს დეტალი დაემთხვა ახლად აღმოჩენილ ნეშტს, რაც იდენტიფიკაციის პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები