ცნობილი კალათბურთელის, ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე, სოფო გოგებაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, ფიტნესით არის დაკავებული. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, მეუღლისგან დიდი მოტივაცია მიიღო ამ კუთხით, ახლა კი ყველას ესაუბრება, როგორი კარგია ვარჯიში.
სოფო გოგებაშვილი:
„ნიკა მეხუმრება ხოლმე, თავი ისევ 18 წლის ხომ არ გგონიაო (იცინის). იმიტომ, რომ სულ ჩემს ძველ წონას ვებღაუჭები, წონას, რითაც ვცეკვავდი, რითაც ნიკა გავიცანი. ამ წონაზე ვიყავი ჩაჭიდებული და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი შვილი მყავდა გაჩენილი თუ სამი, მაინც იმ წონის დაბრუნება მინდოდა, მთელი ამ 11 წლის განმავლობაში ექვსი კილოგრამი მქონდა მომატებული და აი, ექვსივე დავიკელი (იცინის). თუმცა ეს ფორმები, რომლებიც ვარჯიშის შედეგად მივიღე, მაშინ არ მქონია. უბრალოდ, გამხდარი გოგო ვიყავი. ახლა უფრო მომწონს ჩემი თავი (იცინის). მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწორი გადაწყვეტილება დიდი ხანია, არ მიმიღია“.
ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე: „ქალს ცოტა ეჭვიანობა უხდება და კაცებსაც მოსწონთ ოდნავ ეჭვიანი ცოლები…“