LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ქაცარიძის აუსრულებელი ნატვრა და უკანასკნელი საჩუქარი ცოლისთვის: „ჩემი გაოცება უყვარდა…“

460
nino-beridze

რუსთაველის თეატრის გარდაცვლილი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე ჟურნალ „სარკესთან“ მეორე ნახევარს იხსენებს:

„შეილოკის თამაში უნდოდა ძალიან და „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლში რომელიმე პერსონაჟის. უამრავი ოცნება გაიყოლა. გული სწყდებოდა, რომ საქართველოში მსახიობებისთვის ხელსაყრელი პირობები არ იყო. სულ ამბობდა, ჩემს შესაძლებლობებს არ იყენებენ, ძალიან მაგარი როლები შემიძლია შევქმნა, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვსო…

ნიკა საოცრად რომანტიკული იყო. სიუპრიზების მოწყობა და ჩემი გაოცება უყვარდა. ბოლოს, საახალწლოდ, სუნამო მაჩუქა და სათუთად ვინახავ, მენანება, რომ დავისხა, რადგან მისი ბოლო საჩუქარია. ისე ვუფრთხილდები, განძივით მაქვს. მის გარეშე სრულიად მარტო დავრჩი დედამიწაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g