LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა განქორწინების პროცესი დაასრულეს – ცნობილია ყველა დეტალი

231
page

ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინების პროცესი დაასრულეს და შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

58 წლის კიდმანმა განქორწინების განაცხადი 30 სექტემბერს შეიტანა და მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ დაასახელა.

Daily Mail-ის მიერ მოპოვებული და სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, წყვილმა გადაწყვიტა, სრულად უარი თქვას როგორც ალიმენტზე, ისე მეუღლის ფინანსურ დახმარებაზე. შეთანხმების თანახმად, თითოეული მათგანი საკუთარ იურიდიულ ხარჯებსა და დანახარჯებზე თავად აგებს პასუხს.

საქმის მოსმენა რამდენიმე დღის წინ იყო ჩანიშნული, თუმცა ნიკოლმა სასამართლოში გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

განქორწინების საბოლოო დადგენილებაში, რომელიც კიდმანის განცხადებით, ჯერ კიდევ 6 სექტემბერს, სარჩელის შეტანამდე იყო შეთანხმებული, აღნიშნულია, რომ მთელი ქონება, ავეჯი, ტექნიკა, ავტომობილები, საბანკო ანგარიშები, ინვესტიციები და პირადი ნივთები ურთიერთშეთანხმებით გადანაწილდა, ხოლო თითოეული მხარე ინარჩუნებს იმ ქონებას, რომელიც უკვე მის მფლობელობაშია.

მშობლობის გეგმის მიხედვით, კიდმანი წელიწადში 306 დღეს გაატარებს შვილებთან, 17 წლის სანდე როუზთან და 14 წლის ფეითთან, ხოლო ურბანს 59 დღე ერგება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მათი თვიური შემოსავალი 100,000 დოლარს აღემატება, შეთანხმების საფუძველზე ალიმენტი ნულ დოლარად განისაზღვრა.

საბოლოო დადგენილებაში ასევე დადასტურებულია, რომ ალიმენტისა და მეუღლის ფინანსური მხარდაჭერის ყველა მოთხოვნა სამუდამოდ გაუქმებულია, ხოლო დარჩენილი სასამართლო ხარჯები ყოფილ მეუღლეებს შორის თანაბრად ნაწილდება.

დოკუმენტები მიუთითებს, რომ კიდმანმა და ურბანმა ყველა დეტალი იურისტებთან ერთად მშვიდობიანად შეათანხმეს და ოფიციალური ქონებრივი გამოძიებისა თუ დაკითხვების ჩატარებაზე უარი განაცხადეს.

58 წლის ნიკოლ კიდმანი ქალიშვილის იუბილეზე საკულტო ვარცხნილობით გამოჩნდა – სად არის კიტ ურბანი

კიტ ურბანის „შურისძიების ლუქი“ და მისი პირველი ოფიციალური გამოჩენა ნიკოლ კიდმანთან განშორების შემდეგ

„თავს მარტოდ და უბედურად ვგრძნობდი“ – კიტ ურბანის პირველი ინტერვიუ ნიკოლ კიდმანთან განშორების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები