ნიკოლოზ რაჭველი საინტერესო კონცერტის შესახებ წერს, რომელიც პატარა ვირტუოზთან ცოტნე ზედგინიძესთან ერთად მალე ბათუმში ექნება:
„მომდევნო კვირაში ბათუმს პირველად ეწვევა მსოფლიო მუსიკალური სამყაროს უდიდესი წარმომადგენლების მიერ უპირობო სასწაულად და ნამდვილ ვუნდერკინდად აღიარებული 12 წლის კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე, რომელიც ახლახან დაბრუნდა ვერბიეს საერთაშორისო ფესტივალიდან სადაც ნამდვილი ფურორი მოახდინა, მანამდე კი ლიზა ბათიაშვილის მიწვევით, ერთად გამოვედით ინგოლშტადში აუდის ფესტივალზე 10 ათასი მაყურებლის წინაშე, ენით რომ ვერ აღვწერ, რა რეაქციები ისმოდა აუდიტორიიდან და შემდეგ რას წერდა კონცერტის შესახებ გერმანული პრესა.
ჰოდა, ჩვენი მშობლიური აუდიტორიის წინაშე ცოტნე ჩემთან და ეროვნულ ორკესტრთან ერთად სწორედ მისი ახალი ნაწარმოების პრემიერას წარმოადგენს, რითაც უკვე დაატყვევა ევროპული მსმენელი.
კონცერტი პარასკევს 12 აგვისტოს გაიმართება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში „კონცეპტარტის” მიერ ორგანიზებულ გია ყანჩელისადმი მიძღვნილი საფესტივალო დღეების ფარგლებში.
გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ ლეგენდარულ კომპოზიციებსაც შეგისრულებთ 12 აგვისტოს, სადაც კომპოზიტორის რჩეული მუსიკოსი გიორგი ცაგარელი შემოგვიერთდება.
ორი პატარა უკრაინელი მუსიკოსიც შემოგვიერთება სცენაზე ასევე გია ყანჩელის უკვდავი მელოდიებით. ისინი ომის გამო იძულებით გადაადგილებული ოჯახიდან არიან, რომელთა მუსიკალური განვითარების პროცესი თავის თავზე ფონდმა „იავნანა” აიღო.
ასე რომ, გელით 12 აგვისტოს ბათუმში ჩვენს კონცერტზე, რომელიც თავისი პროგრამითა და არსით ნამდვილად ექსკლუზიურ და საეტაპო მნიშვნელობას ატარებს!
ბილეთები: biletebi.ge“.