LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე: მაგნიტსკის და სააკაშვილის მდგომარეობის შედარება არ შეიძლება, სააკაშვილი უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს

203
BeFunky-collage (3)

ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე  თქმით, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების წინ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად პოლიტიკური თამაშია.

„ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან”. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია წინასაარჩევნოდ, ვგულისხობ მათ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის გული მოიგონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს: მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ – დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ახალი „მაგნიტსკის სიის“ შედგენაში

უილიამ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს: თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე

პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის – ის მსოფლიოს თვალწინ კვდება და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია: პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მანჯგალაძე: არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება

ალასანია: იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი 2-ოთახიან ლუქსშია, ე.წ მაგნიტსკის სია თავიდანვე განწირული იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები