LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოს ამბავი აუცილებლად სამარცხვინო ლაქად უნდა დარჩეს იმ ადამიანებს და იმ სისტემას ვის ტვინშიც ეს მოიხარშა” – იზა ომაძე

688
BeFunky-collage - 2023-05-22T233916.190

თბილისში, ვერაზე მოკლული Feeds–ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

იზა ომაძე ნიკოს მეგობრის, ირაკლი ბელქანიას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს გვიზიარებს, რომელიც ნიკო კვარაცხელიას BMG-სთან სტუმრობის ამსახველ ვიდეოს აზიარებს.

„იმდენად ემოციური აღმოჩნდა შენი პოსტი ჩემო კარგო, აბა გვერდი როგორ ამევლო არა და ნიკოს რაც უკავშირდება ყოველთვის ვცდილობ გაუსაძლისი ტკივილისა და მიუხედავად თავი არავის მოვაწყინო, მაგრამ არა და არა, ნიკოს ამბავი დიახ აუცილებლად სამარცხვინო ლაქად უნდა დარჩეს იმ ადამიანებს და იმ სისტემას ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, როგორ სწორად დაწერე ირაკლი.

ეს ამბავი ნიკოლოზობას იყო, მერე მას BTU -ში ტრიუმფი მოჰყვა, ხოდა ეშმაკიც გაშმაგდააა…”, – წერს იზა ომაძე და სხვის სტატუსს გვიზიარებს:

ირაკლი ბელქანია წერს: 4 წლის წინ ამ დღეს, მაშინ ისე ვერ ვხვდებოდი და ახლა, რომ ვუსმენ და ვაკვირდები, რამდენად წინ არის მის ასაკთან შედარებით, ანუ ყველანაირად დახვეწილია, feedc მართლა 0-დან დაიწყო, იდეის დაბადების დღიდან, მთელი რესურსი ჩადო ამ იდეის განხორციელებისთვის, ამ ეტაპებს მე ვესწრებოდი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, თუ ამ პატარა ბიჭმა რამდენი შეძლო, თვითონ მიიყვანა ეს იდეა სრულყოფილებამდე, რა გზა არ ცადა, რა არ გაიარა, თვითონვე ნახულობდა ყოველ შეცდომას და თვითონვე ასწორებდა, რამდენი ბარიერი გადალახა, ეს ყველაფერი იმ რწმენით და იმ გულით რაც მართლა ჩადო ამ პროექტში.

ამ პროექტის საშუალებით უნდოდა სულ სხვანაირად წარმოეჩინა საქართველო და ბევრი სიკეთე ეკეთებინა, მიეცა ხალხისთვის სოფელში თუ ქალაქში, რეალიზების საშუალება, რათა მათ თავიანთი ნიჭის გადმოცემა შეძლებოდათ ფართო საზოგადოებისთვის, ამ იდეას მთელი გულით მიყვებოდა, შეასრულა კიდეც და შექმნა feedc , რომელიც 16წლისამ მოიფიქრა.

ხოლო ამ ნაძირალებმა ეს ყველაფერი ეს ნიჭი, ეს სიკეთე და ქვეყნის წარმოჩენა არ აპატიეს, მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც ამ საქმის მონაწილეა არა მარტო მკვლელებად, არამედ ქვეყნის მოღალატეებად უნდა გამოცხადნენ, რადგან ჩვენნაირ ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ასეთი წარმატებული ახალგაზრდები და წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, ამის შანსი დაუკარგეს და თამამად ვიტყვი ნიკოს სახით, მისი პოტენციალისა და ინოვაციური პროექტების სახით, საქართველოს წაართვეს ბილეთი ევროკავშირში და რაც მთავარია ამით გზავნილი გაუგზავნეს, ,,დააშინეს” ნიჭიერი და პოტენციური ახალგაზრდები საქართველოში, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის მომავლის შექმნა შეუძლია.

სამშობლოს ღალატი სხვა არაფერია, სამშობლოს განვითარების წინააღმდეგ წასვლა და მტრისთვის ხელის შეწყობა, რომ ქვეყანა არ განვითარდეს და არ მიიღონ ცივილიზებულ სამყაროში”.

„დღეებია არ ცხრება ინტერესი, ნიკოც რამე სახით იყო ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულიო.. ნამდვილად არა.. უკვე კი არ გთხოვთ მოვითხოვთ!“ – იზა ომაძის მიმართვა ვახტანგ გომელაურს

ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს, ნიკო კვარაცხელია თავის წილს ზეციდან აუცილებლად გააკეთებს – ნიკო კვარაცხელიას დედა „ტერენტი გრანელის სახელობის სტიპენდიაზე“

„ვირტუალურ სივრცეში მოგვიწევსო ცხოვრება, ეუბნეოდა მამას! და ვცხოვრობთ ასე ის ზემოთ და ჩვენ აქ გაუსაძლისად!“ – იზა ომაძე

„ტკივილით, დარდით და უსამართლობის განცდით უკვე მერამდენე ნიკოლოზობაა“ – იზა ომაძის ემოციური მილოცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები