LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე: „შესაძლოა, მე რომ შვილი ადრეულ ასაკში მყოლოდა, ვერ გამევლო ის ცხოვრების გზა, რომელიც გამოვიარე…“

334
2d0fd5ae-b7b0-4449-94fb-205f65f079f1

მსახიობი ნინო მუმლაძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, უხდება თუ არა ოცნებები გვიან. შეგახსენებთ, რომ ნინო მცირე ხნის წინ პირველად გახდა დედა და უსაყვარლეს რონის ზრდის.

„მე არ ვფიქრობ, რომ ოცნებები გვიან მიხდება. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. შესაძლოა, მე რომ შვილი ადრეულ ასაკში მყოლოდა, ვერ გამევლო ის ცხოვრების გზა, რომელიც გამოვიარე. გინდა, არ გინდა, როცა შვილი გყავს, ბევრი რამისთვის ვერ იცლი ან იცლი და მერე გული გწყდება, რომ შენს შვილს დრო დააკელი. ალბათ, ასე იო საჭირო, აქამდე გამომევლო ყველა ის გზა, რომელიც გამოვიარე და სწორედ მაშინ უნდა მყოლოდა შვილი, როცა მყავს. მე არ მგონია, რაღაც გვიან ხდება, რადგან მგონია, ჩვენზე კარგად ღმერთმა იცის, როდის რა უნდა მოხდეს. სურვილები რომ მიხდება, ეს ნამდვილად ასეა და მადლობა ღმერთს, რომ ყოველთვის ესმის ჩემი“.

„ჩემ ცხოვრებაში ახლა ყველაფერი ისეა, როგორც რონის უნდა“ – ნინო მუმლაძე „ფორტუნას“ ობიექტივში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g