ნიუ-იორკში, ცენტრალ პარკში არც მეტი არც ნაკლები ოქროს კუბი დადგეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუბის დასამზადებლად 24 კარატიანი ოქრო გამოიყენეს.
არტ-ობიექტი შვეიცარიაში, სპეციალურად მის დასამზადებლად შექმნილ ღუმელში ჩამოასხეს და 186 კილოგრამი ანუ 11,7 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გამოიყენეს.
კუბის დიზაინი გერმანელ ხელოვანს, ნიკლას კასტელოს ეკუთვნის და როგორც ის ამბობს, სკულპტურის გაყიდვას არ აპირებს. კუბი ლოკაციას შეიცვლის ხოლმე და სხვადასხვა მნიშვნელოვან ადგილებში იმოგზაურებს.
ბუნებრივია, ნამუშევართან 24 საათის განმავლობაში დაცვა იდგება და ფოტოს გადაღების მსურველებს მკაცრად გააკონტროლებს.