LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნივთები, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად თან უნდა გქონდეთ – უსაფრთხოების ექსპერტის რჩევა

97
1_GettyImages-1235093344

მიუხედავად იმისა, ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ემზადებით თუ ოჯახთან ერთად უქმეების გატარებას აპირებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მზად ხართ.

იქნება ეს მოულოდნელი კატაკლიზმი – შტორმი, წყალდიდობა, ხანძარი თუ სხვა რამ – უსაფრთხოების ექსპერტმა ფრენკ ჰარისონმა იმ ნივთების სია ჩამოთვალა, რომელიც თქვენი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

სასწრაფო შემთხვევებისთვის კონტაქტები

ასეთი კონტაქტები თქვენს სმარტფონში კარგად შეინახეთ, დააწერეთ რამე ისეთი სახელი რასაც კონტაქტებში შესვლის დროს პირველ რიგში ნახავთ.

პასპორტისა და ვიზის ასლი

სასურველია ეს ასლები ქაღალდის იყოს, რამეთუ თუკი სმარტფონზე წვდომას დაკარგავთ გეგმა ბ ყოველთვის არსებობდეს.

გარე დამტენი ე.წ. ფაუერბანკი

მოგზაურობისას აუცილებელია გარე დამტენების ქონა, რათა საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვა შეძლოთ.

პირველადი დახმარების აფთიაქი

ყველა მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს მინი აფთიაქი, წამლებით – ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის.

დამატებითი სიმ ბარათი

გადაუდებელი შემთხვევის დროს რაც უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება გექნებათ მით უკეთესია.

წინასწარ გადახდილი საკრედიტო ბარათი და ნაღდი ფული

თან იმდენი ფული უნდა გქონდეთ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მინიმუმ უკან დასაბრუნებელი ბილეთის ყიდვა მაინც შეძლოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები